24 იანვარი, 2020

უზუსტესი სიმართლე გია ჯაჯანიძისგან

უზუსტესი სიმართლე გია ჯაჯანიძისგანფსიქოლოგისა და ტელეწამყვანის გია ჯაჯანიძის რჩევები ბევრისთვის ცხოვრების გაკვეთილია. ის სხვადასხვა საინტერესო თემაზე გულწრფელად საუბრობს. ამჯერად იგი სხვისი ჯიბრით ცხოვრებაზე გვესაუბრება:

“ეს პოსტი მას, ვინც სხვის ჯიბრზე და სხვის გულის გასახეთქად ცხოვრობს.
ჯიბრით იცხოვრა და უცბათ მოკვდა. (მაინც მეწყინა)

სხვის ჯიბრზე გინდათ ლამაზები იყოთ და კარგად გამოიყურებოდეთ.
სხვის ჯიბრზე გინდათ რამე შეიძინოთ და ბევრი გქონდეთ.
სხვისი გულის გასახეთქად გინდათ კარგი პარტნიორი გყავდეთ.
კარგი მანქანაც გინდათ სხვის ჯიბრზე.
სხვის ჯიბრზე გინდათ ცნობილი და წარმატებული იყოთ.
გგონიათ, გულზე გასკდებიან თუ კარგად იქნებით.
სხვის ჯიბრზე თქვენი ოჯახის წევრები წარმატებულები უნდა იყვნენ.
გინდათ სხვის ჯიბრზე აკეთოთ ყველაფერი.
არ გინდათ დაეცეთ და დამარცხდეთ სხვის ჯიბრზე.
სხვის ჯიბრზე გამოიყურებით კარგად და ბედნიერები ხართ (ვითომ).
სხვის გასაგონად საუბრობთ სიკეთეზე, მადლიერებაზე და მიტევებაზე.

როცა ამ პოსტს წაიკითხავთ, კარგად დაფიქრდით, ყველაფერი გაიხსენეთ და გაიაზრეთ.
ვინც სხვის ჯიბრზე რამეს აკეთებს ყველა განწირულია.

სხვის ჯიბრზე არც წარმატება გინდოდეს, არც ფული, არც ჯანმრთელობა და არც დიდხანს სიცოცხლე.
ნუ ეცდებით იყოთ ბედნიერი სხვის ჯიბრზე.

… და სინამდვილეში? მტერსაც არ ვუსურვებ ისე ხართ.

თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, განთავისუფლდით ჯიბრისგან. შეირგე ის, რაც მოგეცა.”