27 იანვარი, 2020

თეონა ქუმსიაშვილის უკანასკნელი ჩანაწერი

თეონა ქუმსიაშვილის უკანასკნელი ჩანაწერიმომღერალ თეონა ქუმსიაშვილის უკანასკნელი ჩანაწერი დათო არჩვაძის სიმღერაა.

“ღმერთი დიდია” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც თეონამ ანსამბლ “გორდელას” წევრებთან ერთად ჩაწერა.

დათო არჩვაძე:

“დღეს ამ სასწაული გოგოს იუბილეა.

“ღმერთი დიდია” და მიიბარა მისი სული პატარა ანგელოზებთან ერთად. ეს ჩემი სიმღერა ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერია მის შემოქმედებაში იმ საშინელ ტრაგედიამდე.

როდესაც “გორდელა”-ს გოგოებთან ერთად ვწერდით ამ პროექტს, მას ბავშვებთან ეჩქარებოდა სახლში და ფაქტიურად ვეღარ წერდა. იმ დღეს რაღაცნაირად გადავეკიდე და ვთხოვე, რომ ერთხელ წაემღერა გასვლისას და ისე წასულიყო. ალბათ გულმა მიგრძნო, რომ ვეღარასდროს ჩაწერდა.”