1 იანვარი, 2020

პაატა შამუგიას ორიგინალური საახალწლო მილოცვა

პაატა შამუგიას ორიგინალური საახალწლო მილოცვაპოეტ პაატა შამუგიას ორიგინალური საახალწლო მილოცვა ბოლო სამი წელია არ იცვლება:

“ბოლო სამი წელია, ეს არის ჩემი საახალწლო მილოცვაც, ბრძანებაც და თხოვნაც გილოცავთ, კარქა ვიყოთ:

“ბრძანება”

დაე, მიეცეთ უსახლკაროებს სახლები,
უფულოებს – მილიონები,
პოეტებს – შთაგონება,
ენას – ძვალი,
უძილოებს – ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, სამი ცხვარი…
შეყვარებულებს მიეცეთ ძალა,
გაიფანტონ ერთმანეთში.
ბავშვებს მიეცეთ სათამაშოები,
დიქტატორებსაც.
ფანტაზიას მიეცეს გასაქანი,
მშივრებს – საკვები,
ქარებს მიეცეთ ხეები,
რომ ტოტებზე ჩამოისვენონ.
პოლიტიკოსებს არ მიეცეთ არაფერი.”