21 იანვარი, 2020

ნატო გელაშვილის საჩუქარი ლაშა ნანობაშვილს

ნატო გელაშვილის საჩუქარი ლაშა ნანობაშვილსმომღერალ ლაშა ნანობაშვილს მისმა უფროსმა კოლეგამ ნატო გელაშვილმა საჩუქარი გაუკეთა:

“ჩემთვის დედაშვილობაზე ბრუნავს “ღერძი სამყაროსი”. და ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის “ბილეთი” დედაშვილობის ერთიანობამდე.

დღეს ჩახუტების დღეა. მე არ ვიცი რა პროცედურებია და არ მესმის დაჯილდოვების. მთელი გულით და დღევანდელ ჩახუტების დღეს მინდა მოვეფერო ლაშას ნანობაშვილს და მის დედიკოს, რომლებსაც მეც თქვენსავით ვიცნობ ეკრანიდან. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გადავცე ლაშას 2000 (ორიათას) ლარიანი ვაუჩერი. ვინც მიცნობს ჩემს გულწრფელ გადაწყვეტილებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

ბევრ კონკურსანტს, რომლებმაც დატოვეს კონკურსი, წარმატებები მინდა ვუსურვო და ჩავეხუტო მათაც. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა შვილისათვის “ბილეთი” დედაშვილობის ერთიანობამდე.

მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომით გავძლიერდებით. გეგულებოდე ლაშა. შენც და ასევე ყველა იმ შვილს, ვინც დედის გულის გახარებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს დედის ღიმილისათვის.”