2 იანვარი, 2020

ნათია ფანჯიკიძის მთავარი რჩევა 2020 წელს

ნათია ფანჯიკიძის მთავარი რჩევა 2020 წელსახალ 2020 წელს ნათია ფანჯიკიძის რჩევას თუკი გავითვალისწინებთ, აუცილებლად წარმატებული წელი გვექნება:

“ჩვენი ყველას დიდი ბაბუა ფროიდის ფორმულირებით, ჯანსაღია ადამიანი, იმ დროს, როცა ისეთ მენტალურ ფორმაშია, რომ შეუძლია მუშაობა და სიყვარული.

მისი ამ მშვენიერი ლოგიკით, გამოდის, რომ ადამიანი მით უფრო ჯანმრთელია, რაც უფრო მეტი მუშაობა და რაც უფრო მეტი სიყვარული შეუძლია. და რადგან ბედნიერების ხარისხიც ამ ორი საკითხის პირდაპირპროპორციულია, 2020-ში გისურვებთ ბევრ საქმეს და ბევრ სიყვარულს. ყველაფერ სხვაზე შეგიძლიათ არც იდარდოთ, თავისით მოვა. ეს ორია საკუთარი ნებით საკეთებელი. ორ რამეს კი უნდა გავართვათ თავი.

თანაც ვირთხის წელიწადი მოდისო და ვირთხა პლანეტაზე ყველაზე გამძლე და გადამრჩენი არსებაა, ადაპტაციის ყველაზე ძლიერი თვისებით.

მოკლედ, – აკეთეთ, გიყვარდეთ, გაუძელით. ამ წელიწადს მხოლოდ ბედნიერების ინტენსივობას გაუძელით, გასაჭირს კი არა.

ბედნიერი ახალი წელი ყველას და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ზოგი ახლოდან და ზოგიც ფიზიკურად უნახავად მიყვარხართ და თქვენთან ერთად გაღვიძება მეჩქარება.”