26 იანვარი, 2020

“კაცების სამაია” 5000-ლარად

ლია უკლებამ "სამაია" მამაკაცებს აცეკვა“კაცების სამაია” ქუთაისელი მხატვრის ლია უკლებას ნამუშევარია.

ხელოვანი თავის ნამუშევარს 5000-ლარად ყიდის. ნახატმა და მისმა ავტორმა ქართული საზოგადოებისგან კრიტიკა უკვე დაიმსახურა. სამაიას კაბებში ჩაცმული კაცების დახატვისთვის ლია უკლებას ქართული ტრადიციების შეურაცხმყოფელი უწოდეს.

კრიტიკოსების საპასუხოდ მხატვარმა ასეთი განმარტება გააკეთა:

“სანამ ტრადიციებზე და ქრისტიანობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამ ცეკვის ისტორია მოვძებნოთ იქნებ.

სამაია წარმართული რიტუალია. „სამაია“ – წარმართობის დროინდელი ქართული რიტუალური საფერხულო ცეკვაა. ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები „ძეობის“ დღესასწაულზე.

ტერმინი „სამაია“ ანუ „სამა“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, აღნიშნავს „როკვას, შუშპარს“.