15 იანვარი, 2020

ჯილდო თენგიზ არჩვაძეს

ჯილდო თენგიზ არჩვაძესქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავს თენგიზ არჩვაძეს საპატიო ჯილდო გადაეცა.

საქართველოს სახალხო არტისტს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ჯილდო მსახიობს ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით მიენიჭა.

თენგიზ არჩვაძე რუსთავის თეატრის პირველი დასის წარმომადგენელია, რომელიც რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ დააარსა. იგი მთავარ როლს ფილმში “კეთილი ადამიანები” ასრულებს, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათია.