28 იანვარი, 2020

იცით ვინ იყო თარაშ ემხვარის პროტოტიპი?

იცით ვინ იყო თარაშ ემხვარის პროტოტიპი?კონსტანტინე გამსახურდიას რომანის ,,მთვარის მოტაცების” ერთ-ერთი მთავარი გმირის თარაშ ემხვარის პროტოტიპი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი იყო. იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახლდათ.

1921 წელს საქართველოს მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. პარიზში არზაყან ემუხვარი მოულოდნელად სისხლის მოწამვლით კლოდ ბერნარის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გაჩნდა ეჭვი, რომ ის ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს. არზაყან ემუხვარი პარიზის ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული.

კონსტანტინე გამსახურდიამ წლების შემდეგ არზაყანის შვილს ვლადიმერ ემხვარს წერილი მისწერა:

„ჩემო პატარა ემუხვარო! ჩემს ნაწარმოებში “მთვარის მოტაცებაში” შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არძაყან იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი.

ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ.“