24 იანვარი, 2020

გოგი თოდაძე გარდაიცვალა

გოგი თოდაძე გარდაიცვალარეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა. მის მიერ დაარსებულმა სკოლა-სტუდია “ბერიკებმა” არაერთი ცნობილი მსახიობი გაუზარდა ქართულ თეატრსა თუ კინოს და ათასობით ბავშვს ულამაზესი ბავშვობა აჩუქა.

რეჟისორი 21 თებერვალს 75 წლის გახდებოდა. მან მთელი ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი იყო. სხვადასხვა თეატრებში დგამდა სპექტაკლებს, თუმცა მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ეზოში ავი ძაღლია”.

ინფორმაცია გოგი თოდაძის გარდაცვალების შესახებ მსახიობმა ნიკუშა ფაიქრიძემ გაავრცელა:

“წავიდა…
დიდი მადლობა, ბატონო გოგი…
არასდროს დამავიწყდებით…
ვეცდები ისე მიყვარდეს თეატრი, როგორც თქვენ…
უფალს ებარებოდეთ, მაესტრო!”