24 იანვარი, 2020

გიორგი ოვაშვილის საერთაშორისო აღიარება

გიორგი ოვაშვილის საერთაშორისო აღიარებაქართველ რეჟისორს გიორგი ოვაშვილს საერთაშორისო აღიარება მისმა ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა ფილმმა “სიმინდის კუნძულმა” კიდევ ერთხელ მოუტანა.

რეჟისორის ფილმი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფილმად დაასახელეს.

ფილმმა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე 5 წლის განმავლობაში 32 პრიზი მოიგო.

მსოფლიოში ცნობილი კინოჟურნალის Variety-ს კინოკრიტიკოსმა პიტერ დუბრუგმა შეადგინა იმ ფილმების სია, რომლებსაც “უნახავი მარგალიტები” უწოდა. ამ ჩამონათვალში გაერთიანდა ფილმები, რომლებიც ამერიკაში დიდ ეკანებზე არ უჩვენებიათ. მათ შორის გიორგი ოვაშვილის “სიმინიდის კუნძული” აღმოჩნდა.