12 იანვარი, 2020

გია ყანჩელის და ჯანსუღ კახიძის საოცარი ისტორია

გია ყანჩელის და ჯანსუღ კახიძის საოცარი ისტორიაკომპოზიტორ გია ყანჩელის და დირიჟორ ჯანსუღ კახიძის შემოქმედებითი საქმიანობა წლების წინ დაიწყო.

ამ ორმა გენიოსმა ადამიანმა ქართულ კულტურას ნამდვილი შედევრები შეუქმნა და უდიდესი საგანძური დატოვა.

ისინი იმდენად განუყოფელნი იყვნენ, რომ სიმღერა “ჰერიო ბიჭებო” ბევრს დღემდე ჯანსუღ კახიძის დაწერილი ჰგონია, არადა სიმღერა გია ყანჩელმა მორის ფოცხიშვილის ტექსტზე შექმნა.

ჯანსუღ კახიძე 2002 წლის 7 მარტს გარდაიცვალა. გია ყანჩელი მას ხელებზე ეამბორა და ჩაილაპარაკა: ,,ამ ხელებმა ბევრი რამ მასწავლეს“…

ჯანსუღ კახიძის გარდაცვალება არა მარტო გია ყანჩელმა, არამედ მთელმა საქართველომ განიცადა.