1 დეკემბერი, 2019

ულამაზესი სიმღერა საქართველოზე ესტონელი მომღერლისგან

ულამაზესი სიმღერა საქართველოზე ესტონელი მომღერლისგანჩვენს ქვეყანას – საქართველოს ესტონელი მომღერლისგან Egert Milder-ისგან ულამაზესი სიმღერა და ვიდეორგოლი მიეღძვნა.

ამ სიმღერით მომღერალი ესტონეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. გამარჯვების შემთხვევაში იგი 2020 წლის ევროვიზიაზე ესტონეთს წარადგენს და, არც მეტი, არ ნაკლები, სიმღერას საქართველოზე შეასრულებს.

როგორც მომღერალი ამბობს, საქართველოში სტუმრობის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ეს ქვეყანა მისთვის განსაკუთრებული გახდა.