12 დეკემბერი, 2019

უკანასკნელი საჩუქარი ზაზა ურუშაძისთვის

უკანასკნელი საჩუქარი ზაზა ურუშაძისთვის53 წლის ასაკში გარდაცვლილი რეჟისორის ზაზა ურუშაძისთვის უკანასკნელი საჩუქარი აღმოჩნდა ის ვიდეორგოლი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოამზადა.

ვიდეორგოლში მასზე საუბრობენ უახლოესი მეგობრები, კოლეგები და სწუხან, რომ ზაზას ვერ გაუფრთხილდნენ.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს მთავარი – დავრჩეთ ადამიანებად!“ – ეს ზაზა ურუშაძის სიტყვებია, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა აუცილებლად ცხოვრების წესად უნდა აქციოს.