6 დეკემბერი, 2019

წმინდა გიორგის ეკლესიას მზის სხივი აღარ ეღირსება

წმინდა გიორგის ეკლესიას მზის სხივი აღარ ეღირსებაXI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიას სულ მალე მზის სხივი აღარ ეღირსება. ამის მიზეზი სოფელ დიღომში მდგარი პატარა ტაძრის ეზოში ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებაა.

ალექს გენებაშვილი:

“სოფელი დიღომი – წმინდა გიორგის სახელობის XI საუკუნის ეკლესია, გვიან საუკუნეებამდე იყო სადეკანოზო, შემდეგ გახდა მუხრანელი ბაგრატიონების კარის ეკლესია. გამოირჩევა დეკორატიული მორთულობით, ამ პერიოდში ძეგლებზე ხდება ჯვრის მიერ ფასადზე დამკვიდრება (რაც ტაძარზე თვალსაჩინოდ ჩანს).

მოკლედ! ესეთი ისტორიის მატარებელი ტაძრის ეზოში სულ რაღაც 5 მეტრში, სამხრეთ-დასავლეთით დაწყებულია ახალი ტაძრის მშენებლობა! სავარაუდოდ, უნებართვოდ! თუნდაც ნებართვით! ფაქტიურად, ხდება შეჭრა ისედაც ზომიერად პატარა ეკლესიის პატარა ტერიტორიაზე და მეორე! ამ მშენებლობით მოხდება ის რომ, მზის სხივი საუკუნეობით აღარ ეღირსება დასავლეთის მხრიდან ჩვენს უძველეს წმინდა გიორგის ეკლესიას.

გთხოვთ, მოახდინოთ რეგირება!”

გავრცელებულ ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე ვლას ვაწაძე გამოეხმაურა:

“გასაგებია, რომ ქვეყანაში ამ მომენტისთვის სულ სხვა პროცესებია აქტუალური. სამწუხაროდ, ძეგლთა დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა, პატარა მე-11 საუკუნის ეკლესია ჩაიკარგება ბეტონების ჯუნგლებში.

საინტერესოა დაიდოს სტატისტიკა, წელიწადში რამდენი კუტლურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა და რამდენ ძეგლს მიადგა ზიანი ზოგ-ზოგიერთების უნიათობის გამო. ცალკე თემაა კალაძე (სოლოლაკის ავარიული შენობები, უნიკალური შენობების დანგრევა-განადგურება, ერეკლე მეორეზე, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლის მიერ წამოწყებული ახალი მშენებლობა, ბიძინას ინიციატივის მიერ ბოტანიკურ ბაღში დაწყებული მშენებლობები და ასე უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ).”

წმინდა გიორგის ეკლესიას მზის სხივი აღარ ეღირსება

წმინდა გიორგის ეკლესიას მზის სხივი აღარ ეღირსება