29 დეკემბერი, 2019

ცხოვრების მთავარი გაკვეთილი ოთარ ჭილაძისგან

ოთარ ჭილაძე - დღეს წითელი პარასკევია...ცხოვრების მთავარი გაკვეთილი მწერალ ოთარ ჭილაძისგან თითოეული ჩვენთაგანისთვის უმთავრესი რომ გახდება, ჩვენს ქვეყანასაც ეშველება და ჩვენც:

“…სტუმარი გიყვარდეს, გლახას არ დაემალო, ობოლს არ გაუწყრე, მშიერი დააპურე, შეციებული გაათბე, გვერდით დაისვი (ანდა – დაიყენე) ცეცხლთან, ცოტა ჩაიჩოჩე, არაუშავს, ყველას გეყოფათ ადგილი.

განიკითხე და განიკითხები. დედ-მამა დააფასე, გინდაც მიგატოვონ.

მკვდრები არ დაივიწყო, რადგან შენც მოკვდები, შენც იქ ხარ მისასვლელი…”