5 დეკემბერი, 2019

“სუხიშვილების” საპროტესტო განცხადება

"სუხიშვილების" საპროტესტო განცხადებაანსამბლ “სუხიშვილების” საპროტესტო განცხადება შეეხება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.

ნაციონალური ბალეტი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ექიმის დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ჰიპოკრატეს ფიცი არ დაივიწყა და ავადმყოფის დასახმარებლად წავიდა.

“სუხიშვილებმა” რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს და სთხოვენ კოლეგებს მთელ მსოფლიოში დაეხმარონ მის გავრცელებაში, რათა პრობლემა დროულად გადაიჭრას.