24 დეკემბერი, 2019

რა მადლია გია ბენიძისთვის სტიპენდია

რა მადლია გია ბენიძისთვის სტიპენდიაგია ბენიძისთვის – თვითნასწავლი მხატვრისთვის, პოეტისთვის, პროზაიკოსისა და კრიტიკოსისთვის სტიპენდიის დანიშვნა უდიდეს მადლად მიაჩნია გვერდს “პოეზიარი – ავტორთა წარმოჩენა”:

გია ბენიძეს მარსიანის ფსევდონიმით იცნობენ. იგი 4 წიგნის ავტორია. ერთხანს ქუთაისში მოღვაწეობდა, შემდეგ კი თბილისში, უკიდურეს სიღარიბეში, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. ალბათ ყველას ფიროსმანი და გრანელი მოაგონდება ამ ნიჭიერი კაცის ხელმოკლე ცხოვრებაზე.

როგორც ნანა გასვიანმა აღნიშნა:

“მარსიანი ახლა სოფელში ცხოვრობს, დის ოჯახში. ვინც მას იცნობს, ლიტერატურული გარემოდან იძულებით მოწყვეტა, მისთვის საბედისწერო განაჩენივითაა. იქნებ, მართლა მოხერხდეს მისი დაბრუნება თბილისში.”