30 დეკემბერი, 2019

ოთარ ტატიშვილი: “სირცხვილია!”

ოთარ ტატიშვილი: "სირცხვილია!"კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ უდიდესი ქართველი სოპრანოს ცისანა ტატიშვილის შესახებ არც ერთ ტელევიზიაში გადაცემა არ მომზადებულა, რაც დიდი სირცხვილია:

“დღეს უდიდესი ქართველი სოპრანოს, სსრკ-ს სახალხო არტისტის, სახელმწიფო, რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის ცისანა ტატიშვილის დაბადების დღეა.

ბიძინა კვერნაძემ თქვა ერთხელ: ცისანასნაირი პლანეტაზე არ არსებობსო.

გიგა ლორთქიფანიძემ – ასეთები 100 წელიწადში ერთხელ თუ იბადებიანო.

სხვების ჩამოთვლას აღარ შეუდგები, მგონი არ სჭირდება წარდგენა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სცენაზე ან მოუსმენია შეუძლებელია არ იცოდეს მისი ფასი.

სამწუხაროა, რომ დღემდე არცერთ ტელევიზიაზე და მათ შორის საზოგადოებრივ არხზეც არ გაკეთებულა მასზედ მიძღვნილი სერიოზული გადაცემა. ვგულისხმობ გარდაცვალების შემდეგ. სირცხვილია. ნათელში იყოს მისი სული.”