31 დეკემბერი, 2019

ნიკო გომელაურის საახალწლო საჩუქარი

ნიკო გომელაურის საახალწლო საჩუქარიმსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის შემოქმედებაში საახალწლო თემატიკა ორიგინალურადაა წარმოდგენილი ლექსში “ახალი წლის საჩუქარი”:

“ვიღაც მესტუმრა ძველი წლის დამლევს,
ტკბილის მაგივრად ეკავა ცელი.
ღვინო დავუსხი – ვიფიქრე დალევს.
არაო! მითხრა – გზა გველის ვრცელი.
“რა დროს გზა არის? თორმეტი დაჰკრავს,
მალე ახალი დადგება წელი…”
რომ დავაკვირდი – ცოცხალ კაცს არ ჰგავს
და მაშინ მივხვდი, რად უნდა ცელი.
ხარხარი მორთო – მიხვდა, რომ მივხვდი.
შემდეგ კი, უცებ მომიგო რბილად:
ჩემო ბატონო, მე ბოდიშს გიხდი…
რაც ადრე წავალთ, მით დროზე მივალთ.
– რას ჰქვია მივალთ? ვინა ვარ? ლეში?
აზრი გამიჩნდა გამოკვეთილი.
ხმლად მოვიმარჯვე კალამი ხელში
და გადავხაზე “მეკვლე კეთილი”.
გამომეღვიძა – მადლობა ბედო!
უკვე იანვრის პირველი გახლდათ.
ბალიშის ქვეშ კი კალამი მედო,
თოვლის ბაბუამ მაჩუქა ალბათ…”