8 დეკემბერი, 2019

მკვლელი კინოთეატრი “აპოლო”

მკვლელი კინოთეატრი "აპოლო"თბილისში მდებარე კინოთეატრი “აპოლო” და მისი ფასადი სიცოცხლისთვის საშიშია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“თბილისის მერია, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური – ეს არის კინოთეატრ “აპოლოს” ფასადი და მისი ერთ-ერთი დაზიანებული ქვის ლარნაკი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩამოვარდა და ჩვენს მუზეუმში მომავალი ერთ-ერთი ვიზიტორი კინაღამ მოკლა.

მას შემდეგ სამჯერ გამოგიგზავნეთ წერილი, არაერთხელ დაგირეკეთ, მაგრამ 3 კვირაა რეაგირების გარეშე ტოვებთ ამ დამოკლეს მახვილივით დაკიდებულ საშინელებას, რომელიც როდის დაეცემა რომელიმე გამვლელს აღმაშენებლის გამზირზე არავინ იცის!

საკუთარი ძალებით ვეცდებოდით ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ჩვენი მუზეუმის ტექნიკური სამსახურის მუშაკებს ამ შენობის სახურავზე მოხვედრა არ შეუძლიათ დაკეტილი კარების გამო! ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა!”