12 დეკემბერი, 2019

ირაკლი კვირიკაძის უდიდესი ევროპული წარმატება

ირაკლი კვირიკაძის ევროპული წარმატებამსახიობ ირაკლი კვირიკაძის შემოქმედებითი ცხოვრება საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.

იგი მაყურებელმა რეზო გიგინეიშვილის ფილმით “მძევლები” გაიცნო, რასაც მოყვა თანამშრომლობა სხვადასხვა უცხოელ რეჟისორებთან.

ირაკლიმ მონაწილეობა მიიღო რეჟისორ სემ ლიტოვჩინის მოკლემეტრაჟიან ფილმში “The Passanger”, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

სწორედ ამ როლით ქართველი მსახიობი ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე წარადგინეს.

სემ ლიტოვჩინის ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაშიც მოხვდა.

ირაკლი კვირიკაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში “Now Is Everything”, სადაც ქართველი მსახიობის პარტნიორი მსოფლიო ვარსკვლავი ენტონი ჰოპკინსია.

ირაკლი კვირიკაძის ევროპული წარმატება