11 დეკემბერი, 2019

განსაკუთრებული ჯილდო ბესიკ ხარანაულს

განსაკუთრებული ჯილდო ბესიკ ხარანაულსპოეტსა და მწერალს ბესიკ ხარანაულს განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა.

მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შემოქმედს „მთის შვილის“ წოდება მიენიჭა.

ამ ჯილდოს სხვადასხვა ქვეყნებში იღებენ მაღალმთაში მცხოვრები ის ადამიანები, ვინც მთის პოპულარიზაციას ახდენს და გარემოს დაცვაში, ქვეყნის ეკონომიკაში და კულტურაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

ბესიკ ხარანაული მთის პოპულარიზაციის საქმეში თავისი შემოქმედებით შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.