10 დეკემბერი, 2019

გაიცანით “მხოლოდ ქართულის” ათეული

"მხოლოდ ქართული" ბრუნდებამუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის რჩეულები უკვე ცნობილია.

მარინა ბერიძემ, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი უშიკიშვილმა კონკურსანტებს შორის ის საუკეთესო 10 მომღერალი შეარჩიეს, ვინც პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებს:

ანა ქურთუბაძე, ნიკა შუბითიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნინი შონია, თორნიკე აბრამიშვილი, გიორგი ძოწენიძე, ლიკა ლოლომაძე, ლუკა ჭოხონელიძე, მარიამ მახათაძე და ლაშა ნანობაშვილი.

ორშაბათიდან “მხოლოდ ქართულის” საკონკურსო ტურები იწყება. პირველი ტური კომპოზიტორ გია ყანჩელის შემოქმედებას გააერთიანებს.

გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ათეული