2 ნოემბერი, 2019

უმთავრესი რჩევა ილია ჭავჭავაძისგან

ილია ჭავჭავაძე: "თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია?"ილია ჭავჭავაძისგან XXI საუკუნეშიც კი ბევრის რამის სწავლა შეიძლება, თუკი მის შემოქმედებას კარგად დავუკვირდებით.

ჯერ კიდევ 1905 წელს იგი წერდა იმას, რაც ჩვენ სათანადოდ ვერ გაგვიაზრებია:

“არ ვიცი, რომელი ბეზღობა და ჯაშუშობა უფრო საძაგელია: იგი, რომელიც პოლიციის ხელჯოხიანობას გამოიწვევს, თუ იგი, რომელიც ერთს კაცს მეორეს გადაჰკიდებს მტრად, ერთს წოდებას მეორეზედ აალურსებს და აასისინებს, ან თუნდ ცალკე კაცს, როგორც ამ შემთხვევაში მე ვარ, მთელს გლეხკაცობას პირში მისცემს, ვითარცა მათ მოძმეთა მყვლეფელს და მათ მოძმეთა მკვლელს, ყოვლად უსაბუთოდ, ყოვლად უმიზეზოდ.

დასასრულ, კიდევ ხელმეორედ მოგახსენებთ: არის ზოგიერთი იმისთანა ზნეობრივი კანონი, რომელიც კაცთა ერთმანეთობით ცხოვრებას საძირკვლად უდევს და რომელიც ყველასათვის ერთნაირად სავალდებულოა, რა დასისა და რწმენისაც გინდა იყოს, და ერთი ამ კანონთაგანი ის არის, რომ რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებო.”