27 ნოემბერი, 2019

უძვირფასესი საჩუქარი სოლიკო ვირსალაძის გულშემატკივრებს

უძვირფასესი საჩუქარი სოლიკო ვირსალაძის გულშემატკივრებსცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის სოლიკო ვირსალაძის გულშემატკივრებს ხელოვნების სასახლემ ძვირფასი საჩუქარი მოუმზადა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს განათლების და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა ქართული კინოს და თეატრის მხატვრობის სერიის მე-7 ტომი.

ალბომი ეძღვნება ცნობილი ქართველი თეატრალური მხატვრის სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას, თამამად შეიძლევა ითქვას ეს არის მხატვრის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ყველაზე სრულყოფილი ალბომი, წიგნში შევიდა როგორც ხელოვნების სასახლეში, ისე მხატვრის ოჯახსა და სუხიშვილების კოლექციაში დაცული ნახატები.

წიგნის მთავარი რედაქტორია თქვენი მონა-მორჩილი გიორგი კალანდია, რედაქტორი – ირინა მოისწრაფიშვილი, დიზაინი – ირაკლი ზამბახიძე, ტექსტები: გოგი ხოშტარია და მარიანა ოკლეი. განსაკუთრებული მადლობა თამარ ლორთქიფანიძეს ამ საქმეში მხარდაჭერისათვის.”