11 ნოემბერი, 2019

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები ცნობილია

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები ცნობილია“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონი დაიწყო.

კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური ირაკლი მაქაცარიას, ლიზი მორისა და ფლამენკოს მეფის – ხოაკინ კორტესის შემადგენლობით.

რაც შეეხება მონაწილეებს, “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეები არიან პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.