17 ნოემბერი, 2019

ტრაგედია რუსუდან ფეტვიაშვილის ოჯახში

ტრაგედია რუსუდან ფეტვიაშვილის ოჯახშიმხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი მეუღლე, თბილისის თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი თემურ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა გაავრცელა:

“პირველ კურსზე იყო, მე საბავშვო ეტლით მიმიყვანა მამამ თეატრალურში, იქ გავიცანი, მე არ მახსოვდა, მაგას – კი.

მერე დავეწიე და მეც გავიზარდე მაგხელა. დავმეგობრდით. ერთად ვიმუშავეთ მერე, ბევრი ვიმუშავეთ და კარგი რაღაცეები ვაკეთეთ, ერთად ვაკეთეთ…

უყვარდა თოჯინების თეატრი და თეატრშიც ყველას უყვარდა, მეც მიყვარდა. წავიდა, აღარ არის.”