29 ნოემბერი, 2019

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება– თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, – ამის შესახებ განცხადება რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა გააკეთა.

ინფორმაცია რუსული მედიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრაღაში გრიგორი კარასინისა და ქართველი დიპლომატის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა დასრულდა.

რუსი დიპლომატის განმარტებით, ცენტრის გახსნა თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

გრიგორი კარასინს იმედი აქვს, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გახსნა თბილისში ინციდენტის გარეშე ჩაივლის.