3 ნოემბერი, 2019

ტარიელ ხარხელაური: “საქართველოვ! სირცხვილია!”

ტარიელ ხარხელაური: "საქართველოვ! სირცხვილია!"პოეტი ტარიელ ხარხელაური საქართველოში განვითარებული მოვლენებით გაკვირვებულია და ქვეყნის ბედი ძალიან აღელვებს:

“ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს…
ყველგან ჭკუის სიმწირეა,
ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო –
რა მზაკვრულად გვიცინიან,
სირცხვილია საქართველოვ,
საქართველოვ! – სირცხვილია…
რა ვქნა, როგორ დავემალო
მუხლის მოხრას, ზიზღს და ლაქუცს,
შიშსა ვმალავ, რწმენას ვმალავ,
ვმალავ – რადგან მავანსა სურს,
რა პასუხს სცემ საქართველოვ
სისხლით ნაწერ წმინდა წარსულს.
არავისი აღარ მჯერა,
აღარც სიკვდილს არ მაცლიან,
ვერაფერი მიყო მტერმა –
ჩემმა სისხლმა დამაქცია,
არ გაცლიან საქართველოვ,
წამოდგომას არ გაცლიან….
მთებზე სქელი ჯანღი წვება,
ჯანღში ნათლის სიმცირეა,
შენი დროის დავიწყება,
სირცხვილია, სირცხვილია,
საქართველოვ სირცხვილია…”