10 ნოემბერი, 2019

“სუხიშვილების” მკრეხელობა

"სუხიშვილების" მკრეხელობა“სუხიშვილების” მკრეხელობა უწოდა ქართული საზოგადოების ნაწილმა ანსამბლის ქალი მოცეკვავეების მიერ “ხორუმის” ცეკვას.

იაგო კაჭკაჭიშვილი:

“როდესაც სუხიშვილებმა “ხორუმი” ქალებს აცეკვეს, მახსოვს, ბევრმა ეს მკრეხელობად ჩათვალა, ხორუმი მამაკაცურად ვაჟკაცური ქცევააო, მანდ ქალებს რა ესაქმებათო.

ჰოდა, თავად სუხიშვილებმა გაბედეს “ჩაბეტონებული” ქართული ცეკვის ახლებური ინტერპრეტაცია. და სხვას, ამ შემთხვევაში, ქართული წარმოშობის შვედ რეჟისორს, რატომ არ აქვს ამის უფლება? ვინ აუკრძალა?

დღეს, უფრო სწორად, კარგა ხანია, ხომ მხოლოდ ინტერპრეტაციების ხანაში ვცხოვრობთ, როდესაც “ორიგინალი დაკარგულია”? არ მოგწონს ალტერნატივა? ნუ მიიღებ. უბრალოდ, არ გაქვს უფლება, მეინსტრიმული ვარიანტი ერთადერთ ვარგის ინტერპრეტაციად გამოაცხადო.”