8 ნოემბერი, 2019

შუაგულ თბილისში ულამაზეს შენობას ანგრევენ

შუაგულ თბილისში ულამაზეს შენობას ანგრევენშუაგულ თბილისში, ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს შენობას ლადო ასათიანის 22 ნომერში ანგრევენ.

უნიკალური შენობის ნანგრევების ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. შემოსაზღვრული ტერიტორიისთვის განკუთვნილ შესასვლელში ქართული ოცნების დროშაა ჩამოკიდული.

ამ ეტაპზე ჯერ შეთანხმებულია მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები და 2019-ის ივნისში შეთანხმდა ესკიზიც. ესკიზით წინ სკვერი ნარჩუნდება და უკან უნდა აშენდეს მრავალსართულიანი სასტუმრო, ესკიზი შეთანხმებულია მერიაში და დემონტაჟის თანხმობაც აქვთ.

თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე:

“ეს არის ლადო ასათიანის 22, ფოტოებს ავრცელებს Theodore Jonas, იკომოს საქართველო.

არ იფიქროთ , რომ სარდაფი დემონტაჟის პროცესში აღმოჩნდა, არა! ჰოი, საოცრებავ, დემონტაჟის ნებართვის მოსაპოვებლად, მფლობელის მიერ შეტანილ დოკუმენტაციას თან ახლავს სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, სადაც წარმოდგენილია აღნიშნული სარდაფის ფოტოები , უფრო მეტიც! რეკომენდაციაშიც მკაფიოდ არის მითითებული “აუცლებლად არის შესანარჩუნებული ღრმა კამაროვანი სარდაფი”. თუმცა საბჭო ერთხმად აძლევს დემონტაჟს მოთხოვნაზე თანხმობას (7 წევრის თანხმობაა) ! აი , რა ვთქვა უკვე აღარც ვიცი, ვის მივმართო?! ვის ვედავოთ?!”

შენობა ახლა

შუაგულ თბილისში ულამაზეს შენობას ანგრევენ

ასე იყო გადახურული შენობა ჭერის მონგრევამდე

შუაგულ თბილისში ულამაზეს შენობას ანგრევენ

შუაგულ თბილისში ულამაზეს შენობას ანგრევენ