19 ნოემბერი, 2019

საზოგადოების რისხვა რობერტ სტურუას

საზოგადოების რისხვა რობერტ სტურუასრეჟისორ რობერტ სტურუას საზოგადოების რისხვა დაატყდა თავს. ამის მიზეზი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მის გამოქვეყნებული ჩანაწერი გახდა:

“დედი, გამიშვი თბილისში. 20 ლარს მაძლევენ – რუსთაველზე იდექი და იყვირეო!
– ღამე?
– კარავშიო! თენგოც მოდის!
– წადი, შვილო, ბარემ ქალაქსაც ნახავ!”

ამ ჩანაწერის გამო რობერტ სტურუას სოციალურ ქსელში ბებერი კომუნისტი, კგბ-ს შექმნილი წითელი ინტელიგენციის მამაშა, ნაძირალა, პოსტსაბჭოთა მეჭეჭი, სულით მონა და კოლაბორაციონისტი უწოდეს.