1 ნოემბერი, 2019

პავლე ინგოროყვა – საქართველოზე ყველაზე დიდი მზრუნველი

პავლე ინგოროყვა - საქართველოზე ყველაზე დიდი მზრუნველილიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი პავლე ინგოროყვა მისი შთამომავლის ჟურნალისტ ნინია ახვლედიანი აზრით, საქართველოზე ყველაზე დიდი მზრუნველის სინონიმია:

“დღეს იმ ბიჭის დაბადების დღეა, ვინც 1917 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, შემდეგ კი იმ დელეგატთა შორის იყო, ვინც კირიონ მეორე აირჩია ქვეყნის პატრიარქად.

პირველი ნოემბერი იმ ბიჭის დღეა, ვისაც არც დიპლომი ჰქონია (პეტერბუგში სწავლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ დაასრულა) და ვისაც არც აკადემიკოსის წოდება მიანიჭა მწერალთა კავშირმა.

სინამდვილეში ის იყო “რუსთველიანას” ავტორი, მან “ვეფხისტყაოსნის” შექმნის თარიღი დაადგინა, ქართული საგალობლების სანოტო სისტემა ამოხსნა, აჭარის ნაწილი საქართველოს საზღვრებს დაუმტკიცა, ამის გამო სტამბოლამდე ნავით გადაცურა, “გიორგი მერჩულე” დაწერა, საქართველოს მოსახლეობა სოფელ-სოფელ აღწერა, საყვარელი ქალის გამო თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ გადარჩა და საბოლოოდ ქეთევან ბაქრაძეზე იქორწინა.

ის იყო იმ ოთხეულიდან ერთ-ერთი, ვინც შავი ჩოხით გლოვობდა საქართველოს ოკუპაციას.

ყველა საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული ალბათ მისი სახელი და გვარია – პავლე ინგოროყვა, რომელიც ჩემთვის საქართველოზე ყველაზე დიდი მზრუნველის სინონიმია.”