9 ნოემბერი, 2019

ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე

ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზექართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.

ევროპის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მომპოვებელ ნომინანტებს შორის ლევანთან ერთად ანტონიო ბანდერასი, ჟან დიუჟარდინი, პიერფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შირი და ინგვარ სიგუროსონი არიან.

ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული როლისთვის ლევან გელბახიანი უკვე დასახელდა საუკეთესო მამაკაც მსახიობად სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ევროპის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს გამარჯვებულს 7 დეკემბერს ბერლინში საზეიმოდ გამოავლენენ.

ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე