23 ნოემბერი, 2019

ხმა მიეცით გიორგი როსტიაშვილს

ხმა მიეცით გიორგი როსტიაშვილსსაბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს გიორგი როსტიაშვილს კონკურსის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროება.

იმისთვის, რომ ქართველ კონკურსანტს ხმა მისცეთ, საჭიროა ბოლომდე უყუროთ ვიდეოს და მისი დასრულების შემდეგ, გიორგი როსტიაშვილთან ერთად აირჩიოთ 3, 4, 5 თქვენთვის მოსაწონი მუსიკალური ნომერი და მათი მონიშვნის შემდეგ, ჩამონათვალის ბოლოს ხმის მიცემას დააჭიროთ.

საბავშვო ევროვიზია 24 ნოემბერს პოლონეთში გაიმართება.