17 ნოემბერი, 2019

იტალიური ჯილდო ნანა ქავთარაშვილს

იტალიური ჯილდო ნანა ქავთარაშვილსქართველ სოპრანოს ნანა ქავთარაშვილს იტალიაში სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ოპერის მომღერალს, რომელიც უცხოეთში ნანა მირიანის ფსევდონიმით მოღვაწეობს, იტალიის ქალაქ პავიის პოლიციამ ჯილდო საერთაშორისო საარტისტო კარიერისთვის მიანიჭა.

კუთვნილი ჯილდო ნანა ქავთარაშვილს ერთ-ერთ კონცერტზე გადაეცა, სადაც სოპრანომ იმღერა. კონცერტი მან თავის მეგობარს, მუსიკოს მანანა (მარიამ) დავითაშვილს მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

იტალიური ჯილდო ნანა ქავთარაშვილს