19 ნოემბერი, 2019

დიდებული ამბავი ვაჟა ფშაველაზე

ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები - ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველაზე დიდებულ ამბავს ავრცელებს მწერალი და პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე.

სოფელი თონეთში დათია ბადალაშვილმა ვაჟა ფშაველას ბიბლიოთეკა დააარსა, რომელშიც სულ მალე მედიათეკა მოეწყობა.უახლოეს მომავალში კი ამავე სოფელში არსებული ვაჟას სკოლაც აღდგება.

გიორგი კეკელიძე:

“დიდ თონეთში ვიყავით, დათიასთან და ვაჟა-ფშაველას ბიბლიოთეკისთვის დიდებული ამბავი მაქვს – შვეიცარიის საელჩოს დახმარებით ეკვილიბრიუმი იქ მედიათეკას მოაწყობს – კომპიუტერული ტექნიკა, პროექტორი, პუფები, წიგნის მტვერსასრუტი, გამათბობელი, საოფისე ინვერტარი, სანათები და მასალა სარემონტო სამუშაოებისთვის უკვე ადგილზეა.

წინ ვაჟას სკოლის აღდგენაა. ამასაც ვიზამთ!”