12 ნოემბერი, 2019

დანიელ ჭონქაძის განადგურებული სახლ-მუზეუმი

დანიელ ჭონქაძის განადგურებული სახლ-მუზეუმიქართველი მწერლის დანიელ ჭონქაძის სახლ-მუზეუმი და მისსავე ეზოში მდგარი ბიუსტი უმძიმეს მდგომარეობაშია.

რეზო კლდიაშვილი, დრამატურგი:

“ლექციაზე ჩემს სტუდენტს ზუკა ჭონქაძეს ვკითხე დანიელ ჭონქაძის (1830-1860) შთამომავალი ხომ არა ხარ-მეთქი? ჩვენ ჭონქაძეები სოფელ ყვავილიდან ვართ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან. ვთხოვე, მუზეუმის სურათი მომაწოდე-მეთქი და აი, თქვენც ხედავთ რა დღეშია მუზეუმი, მწერლის ძეგლი…”