16 ნოემბერი, 2019

ასე უყვართ გია ყანჩელი პოლონეთში

ასე უყვართ გია ყანჩელი პოლონეთშიპოლონეთის ქალაქ პოზნანში ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

პოლონეთის ეროვნულ მუზეუმში პიანისტმა ნინო ჟვანიამ და მევიოლინემ მარჩინ მურავსკიმ ფესტივალზე “ნოსტალგია” გია ყანჩელის დისკის პრეზენტაცია მოაწყეს.

ნინო ჟვანია, პიანისტი:

“დისკის პრეზენტაცია პოზნანში, პოლონეთის ეროვნულ მუზეუმში, ფესტივალზე “ნოსტალგია”…

საჯაროდ მინდა გადავუხადო მადლობა მარჩინისა და ჩემი სახელით სანდრო ყანჩელს უდიდესი თანადგომისთვის!

ისე, ძალიან პოპულარულია ყანჩელი პოლონეთში. 1 საათში აღარ იყო ბილეთები და მოსაწვევები.”

ასე უყვართ გია ყანჩელი პოლონეთში