18 ოქტომბერი, 2019

რეზო გაბრიაძე ოსკარზე

რეზო გაბრიაძე ოსკარზექართველი რეჟისორი, მწერალი და მხატვარი რეზო გაბრიაძე ოსკარზეა წარდგენილი.

მისი მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი ,,საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის” კატეგორიაში მონაწილეობს.

ინფორმაციას თამრო ოქრუაშვილი ავრცელებს:

“ლეგენდარული ქართველი მწერალის, რეჟისორის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული, ანიმაციური ფილმი წარდგენილია ოსკარზე.

მულტფილმი წარდგენილია კატეგორიაში: ,,საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი” სახელწოდებით ,,REZO,, თუმცა ორიგინალში მისი სახელია ,,იცი დედა, სად ვიყავი?”

სულ ამ კატეგორიაში 32 ფილმია, მოკლე ნუსხა გამოცხადდება 13 იანვარს, ხოლო თავად ოსკარის გადაცემის ცერემონიალი 9 თებერვალს გაიმართება.”