22 ოქტომბერი, 2019

ქართული ენის ყველაზე მაგარი განმარტებითი ლექსიკონი

ქართული ენის ყველაზე მაგარი განმარტებითი ლექსიკონიქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისთვისალბათ ერთხელ მაინც მიგვიმართავს, პოეტი დათო ყანჩაშვილი კი ყველაზე მაგარ და ორიგინალურ განმარტებით ლექსიკონს გვთავაზობს:

“შ ე ნ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დ ე დ ა – ის, ვინც, მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გ ზ ა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყ ა ვ ა – დილის სინონიმია.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
ს ა მ ს ა ხ უ რ ი – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მ ე გ ო ბ ა რ ი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დ ე დ ა მ ი წ ა – (1) ბურთი, რომლითაც ყველა ვთამაშობთ; (2) ბურთი, რომელიც თამაშობს ჩვენით.
ს ა რ კ ე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მ ა მ ა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
ს ა ხ ლ ი – ადგილი, სადაც (1) როდესაც ვარ, მინდა გაქცევა (2) როდესაც არ ვარ, მინდა დავბრუნდე.
ხ ა ლ ხ ი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
გ უ ლ ი – ის, რაც მაწუხებს ბავშვობიდან.
მ ო თ მ ი ნ ე ბ ა – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
თ ო ვ ლ ი ს პ ა პ ა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პ ე პ ლ ი ს ს ა ჭ ე რ ი – ის, რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არასდროს ქონდა.
ბ უ ზ ი ს ს ა კ ლ ა ვ ი – ყველაზე ხელმისაწვდომი სასიკვდილო იარაღი, რომელიც ქონდა, აქვს და ექნება ყველა მტერს და ყველა მეგობარს.
მ ზ ე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თ ო ვ ლ ი ს გ უ ნ დ ა – ერთადერთი, რაც შეიძლება გესროლონ და არ გეწყინოს.
ც ხ ო ვ რ ე ბ ა – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვ ი ტ რ ი ნ ა – საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რის საყიდლადაც ფული არასდროს მყოფნის.
მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
ს ა ს წ ა უ ლ ი – ის, რაც არასდროს ხდება.
ღ მ ე რ თ ი – ის, ვინც, თუ ვთხოვ, ყველაფერს მაპატიებს.
ლ ე ქ ს ი კ ო ნ ი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.”