21 ოქტომბერი, 2019

ნანა შარიქაძე კონსერვატორიის ახალი რექტორია

ნანა შარიქაძე კონსერვატორიის ახალი რექტორიახელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე თბილისის კონსერვატორიის ახალი რექტორია. მან ამ თანამდებობაზე რეზო კიკნაძე შეცვალა.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მუსიკის ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი არჩევნებში მონაწილეობას კიდევ სამ კანდიდატთან ერთად იღებდა. რექტორის არჩევნებში მონაწილეობდნენ ნინო ჟვანია, თამარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე.

ახალი რექტორი 7-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია. ნანა შარიქაძემ 7-დან 4 ხმა მიიღო და ხმათა უმრავლესობით კონსერვატორიის რექტორი გახდა.