15 ოქტომბერი, 2019

მიხეილ და გეგა კობახიძეების საინტერესო ისტორია

მიხეილ და გეგა კობახიძეების საინტერესო ისტორიამამა-შვილის მიხეილ და გეგა კობახიძეების ცხოვრებაში იყო ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გაიხსენა:

“მიშა კობახიძე! ჩემი ძვირფასი მეგობარი!

გეგა, სულ პატარა, 3-4 წლის ხშირად ამოყავდათ მიშას და ნათელას ჩვენს აგარაკზე, წყნეთში! მამას ძალიან უყვარდა მიშა. გეგა მიადგებოდა სიკოს, ჩამოსწევდა შარვლის ტოტზე და ეუბნებოდა მამას: “გინო მინდა, გინო, გინო!!!!!” (ღვინო მინდაო) მოწრუპავდა და გადაიკისკისებდა….

მერე, გეგა რომ წამოიზარდა, ყველა ჩემს ტელესპექტაკლში მთავარ როლს თამაშობდა….

რომ დაიჭირეს, ყველაფერი წამიშალეს, ერთი პატარა სპექტაკლის გარდა, სადაც 12 წლისაა.

გავიდა დრო…

სტუდიაში ვამონტაჟებდი ფილმს “სანამ წვიმა გადივლიდეს”. ნაცნობი ვალსის გამოყენება მინდოდა და ვერ შევარჩიე…

მოვიდა მიშა და მომიტანა ფირი.

– ეს გამოიყენე, უკვდავია და არ იცვითებაო!”

მედეასაც ძალიან მოეწონა და ახლა, როცა თვალცრემლიანი ვუყურებ ამ ეპიზოდს, ყოველთვის მიშა მიდგას თვალწინ….

შეხვედრამდე, ჩემო კარგო, გატანჯულო და უსაყვარლესო მიშა!”