20 ოქტომბერი, 2019

ხმა მიეცით ირაკლი მაქაცარიას

ხმა მიეცით ირაკლი მაქაცარიასქართული და უკრაინული “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილეს და ტელეწამყვანს ირაკლი მაქაცარიას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

იგი უკრაინაში მამაკაცებისთვის დაწესებული ერთადერთი მოდის ჯილდოს ELLE MAN AWARDS-ის ნომინანტია.

ირაკლი მაქაცარია ყველაზე მოდური მამაკაცების საუკეთესო ათეულში ცნობილ მუსიკოსებთან, პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და შეფ მზარეულებთან ერთად მოხვდა.

ირაკლისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს მხოლოდ ერთხელ 6 ნოემბრამდე შეუძლია.