6 ოქტომბერი, 2019

ჯემალ ჭკუასელის და ჯანსუღ კახიძის გენიალური “ჩაკრულო”

ჯემალ ჭკუასელის და ჯანსუღ კახიძის გენიალური "ჩაკრულო"მომღერალ ჯემალ ჭკუასელის და დირიჟორ ჯანსუღ კახიძის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” სრულიად სამართლიანად შეიძლება შეფასდეს როგორც გენიალური.

ვიდეოჩანაწერს ოპერის მომღერალი გოჩა დათუსანი ავრცელებს:

“ერთი რამ მაინტერესებს ამ ნამღერში და თქვენი აზრიც მაინტერესებს! შეძლებენ კი კახელები ასე გურული სიმღერის მღერას?

ამაზე მაგარი ნამღერი chakrulo არსად არ არსებობს… სრული საოცრებააა და სიფსიხე…

თუ სადმე არსებობს რაიმე საქმე მსოფლიოში და ასეთი არის ათასობით ნებისმიერი საქმე რაშიც გინდა პირველი იყო…(აქ რა ემოციითაც ვასრულებ წერას,იმის ხასიათის გამომხატველი სასვენი ნიშანი არ არსებობს)…

ეს სიმღერა თავის ჟანრში მსოფლიო ხალხთა ხალხურ სიმღერათა შორის არის პირველი და დაუმარცხებელი, ესეთი რამე აღარ შეიქმნება და ასეთი დუეტიც აღარასდროს განმეორდება…

ძაან მაგრები არიან…
ჯანო და ჯემალი…