4 ოქტომბერი, 2019

გია ყანჩელის რეინკარნაცია

გია ყანჩელის რეინკარნაციაგია ყანჩელის რეინკარნაციაზე პიანისტი გიორგი გიგაშვილი საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს:

“ამ პოსტის დაწერაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ მგონია, რასაც დავწერ არც აზრს მოკლებულია და არც რთულად აღსაქმელი.

გუშინწინ საღამოს ჩატარდა 10 წლის გენიოსის, ცოტნე ზედგინიძის კონცერტი, რომელმაც ნამდვილი ზეიმი მოგვიწყო ოპერის თეატრის დიდ დარბაზში, არ მჯეროდა, რომ 10 წლის ბავშვის დაკრულ შოსტაკოვიჩს ვუსმენდი, სულ რომ აღარაფერი ვთქვათ თავისსავე გენიალურ მუსიკაზე.

გუშინ დილით ყველამ გავიგეთ ის საშინელი ამბავი, რომ ქვეყნის უდიდესი კომპოზიტორი – გია ყანჩელი – გარდაიცვალა. მის მუსიკაზე არც არაფერია სათქმელი, თვითონ მუსიკა ამბობს ყველაფერს, რაც ჩემგან მოუსმენლადაც მშვენივრად იცით ყველამ.

ეს ორი მოვლენა რომ გავაერთიანოთ მივიღებთ – რეინკარნაციის – საუკეთესო მოდელს მუსიკაში. ჰარუკი მურაკამი ამბობდა, რომ სამყარო აწონასწორებს ყველა მოვლენას ე.წ. ,,აიწონა-დაიწონას” პრინციპით. რაც არ უნდა ცუდი მოხდეს სამყაროში, ყოველთვის გამოჩნდება მისივე მოდული, რომელიც დააბალანსებს ,,დანაკარგს”. საშინელი სიტყვაა ,,დანაკარგი”, როგორ შეიძლება ვინმემ შეავსოს ის დანაკარგი, რაც სამყარომ განიცადა გია ყანჩელის წასვლით, უბრალოდ ეს ის სიტყვაა, რაც ნათლად გადმოსცემს ჩემს სათქმელს.

სულ ბოლოს რომ ვთქვა, ეპოქას დასასრული დაასწრო ცოტნემ დასაწყისით.”