2 ოქტომბერი, 2019

გენიოსები არ კვდებიან – გია ყანჩელი გარდაიცვალა

გენიოსები არ კვდებიან - გია ყანჩელი გარდაიცვალაკომპოზიიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 84 წლის კომპოზიტორი კლინიკაში იყო მოთავსებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გია ყანჩელის შემოქმედება ათასობით ადამიანის შთაგონების წყარო გახდა. მათ შორისაა ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი, რომელმაც კომპოზიტორის გენიალურ “ყვითელ ფოთლებზე” ულამაზესი ვიდეორგოლი შექმნა:

“ასეთი გენიოსი ადამიანები არასოდეს კვდებიან, ისინი მარადიულები არიან! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

5-6 წლის უკან ამ “ვიდეო ანიმაციას” გენიოსი გია ყანჩელის ეს შესანიშნავი მელოდია შევურჩიე და 1 კვირის მონტაჟის შემდეგ ასეთი ულამაზესი შედევრი მივიღე… ფაქტიურად ინტერნეტ სივრცე დაბომბა ამ ვიდეომ…

არ ვიცი რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ ის მახსოვს, რომ ყანჩელი ჩემში დაბადებიდან ზის… ამ ანიმაციის გარდა რამოდენიმე ქორეოგრაფიული დადგმაც განვახორციელე მის შესანიშნავ მუსიკალურ შედევრებზე… მე ❤️ ყანჩელი!”