18 ოქტომბერი, 2019

ეროვნული ბანკის უნიკალური შენობა იყიდება

ეროვნული ბანკის უნიკალური შენობა იყიდებასოლოლაკში მდებარე ეროვნული ბანკის უნიკალური შენობა იყიდება.

ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი და მხატვარი მაია კიკაბიძე ავრცელებს:

“2 წელია ვწერდი, რომ მისახედია ეს შენობა და ვითომ საგარეო საქმეთა გადმოდიოდა ამ არგუმენტით რემონტი რომ დაიწყეს და დახსნეს, გაზიდეს საცავების უნიკალური მოჩუქურთმებული კარებები…

რამდენი აწერდა ჩემს კომენტარებს არესტავრაციებენ და რა არ მოგწონსო, აგერ მეგობრებში მყვანან და მახსოვს ისინი, ახლა რას იტყვით? ყველაფერი რომ გაიყიდა და გაბანძდა თქვენი მოწონებული 41-ის გამო? ეროვნული ბანკის ასაშენებლად ბიუჯეტიდან მილიონებს თხრიან და ხომ იყო ბანკი, რას ერჩოდნენ?

უვიცების ხელში თბილისი სულს ღაფავს და მოგეკითხებათ ყველას, ყველა იმას, ვინც ხელი შეუწყო სიტყვით, საქმით და არჩევნებით ამ დამანგრეველ გამყიდველებს…

სული შეგაწუხებთ საქართველოს გაყიდვისთვის!”