29 ოქტომბერი, 2019

ბაჩანა ბრეგვაძე: “თუ გინდა რომ გაფასებდნენ – მოკვდი!”

ბაჩანა ბრეგვაძე: "თუ გინდა რომ გაფასებდნენ - მოკვდი!"მწერალი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი ბაჩანა ბრეგვაძე მიიჩნევდა, რომ ადამიანის დასაფასებლად მისი სიკვდილია საჭირო:

– თუ გინდა რომ გაფასებდნენ – მოკვდი! – იტალიური ანდაზა, რომელიც ქართულს უფრო ჰგავს. – წერდა შემოქმედი თავის ჩანაწერებში.

“არტინფო” გთავაზობთ ბაჩანა ბრეგვაძის საყურადღებო ჩანაწერებს:

“მსოფლიოს სულიერ ცხოვრებას შეიძლება მართავდეს მხოლოდ სულიერი ხალხი. ასე იყო და იქნება, მაგრამ სულიერება დღეს თითქოს გარიყულია და ცხოვრების მდინარისაგან განზე გამდგარი. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. მე-19 საუკუნის მოაზროვნე ადამიანები უკვე გრძნობდნენ, რომ კაცობრიობას დაეუფლა ფსიქოფობია.”ფსიქოფობია” ბერძნული სიტყვაა და სულიერების შიშს და არა მარტო შიშს, სულერების სიძულვილსაც ნიშნავს.”

“თავისუფლება სხვა არა არის რა, თუ არა პატიმრის გადაყვანა ვიწრო საკნიდან ცოტა უფრო ფართო საკანში.”

“XX საუკუნის 90-იან წლებამდე ემიგრანტი ვიყავი ჩემს სამშობლოში. 90-იანი წლების შემდეგ – ხიზანი.”

“მადლობა ღმერთს, მალე მომისწრებს ამნისტია და ჩემს დასაბამიერ სამშობლოში გადავსახლდები.”