9 ოქტომბერი, 2019

არ მიიყვანოთ ბავშვი “ბასტი ბუბუში”

არ მიიყვანოთ ბავშვი "ბასტი ბუბუში"სტუდია “ბასტი ბუბუში” ათასობით ბავშვი დადის. ნინო გულიაშვილი კი აცხადებს, რომ იქ ბავშვის მიყვანა არ შეიძლება, რადგან ამ სტუდიაში მანქურთებს ზრდიან:

“მინდა გითხრათ თითქოსდა არცთუ მნიშვნელოვანი, რამაც ძალზე გამაღიზიანა: საქმე ეხება საბავშვო გადაცემას “ბასტი ბუბუ”.

პაწიებს ეკითხებიან, თუ სად ისურვებდნენ ცხოვრებას და პატარები პასუხობენ: “მე – მინდა ვიცხოვრო საფრანგეთში; მე – ამერიკაში; მე – ინგლისში და ა.შ. ერთ ბავშვს არ გამოუთქვამს სურვილი ეცხოვრა საქართველოში.

ეს ხომ პატარების აზრები არ არის, ამას ხომ უფროსები უნერგავენ, ეს ხომ ერთგვარი პროპაგანდაა ასაკის დონეზე? ეს ხომ ბავშვის მენტალობაზე აისახება ადრე თუ გვიან?

ვეკითხები ამ გადაცემის მესვეურებს: აღარ გინდათ ეს ქვეყანა? უცხო ქვეყნებს უზრდით მოქალაქეებს? პატრონი არ გყავთ? მშობლებო! არ მიიყვანოთ ბავშვი “ბასტი ბუბუში”, იქ მანქურთებს ზრდიან!”